суббота, 27 сентября 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია
ჯგუფის წევრებმა გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაციები და გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები პროექტების შესახებ და ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდეები ბლოგებზე. ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო. მოცემული კურსი ეყრდნობა კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის შედგენისა და შეფასების პრაქტიკას, კლასში სასწავლო თემების არჩევისას და პროექტების განხორციელებისას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრაკტიკოსი პედაგოგისთვის

пятница, 19 сентября 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია
ვისწავლეთ პრეზენტაციისა და ვიდეორგოლების ატვირთვა ბლოგზე, ბლოგის დიზაინის შერჩევა, გაჯეტების დამატება, შევქმენით მოსწავლის სანიმუშო პრეზენტაცია.

воскресенье, 7 сентября 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია
ნაყოფიერი სამუშაო დღე გვქონდა. გავიხსენე ბუკლეტის და გაზეთის შექმნა. სტანდარტი,გადავედით მეორე მოდულზე, გადავიკითხე სტანდარტი უცხო ენაში და ავირჩიე ჩემს თემასთან შესაბამისი  სტანდარტი, გადავიკითხე ბლუმის განახლებული ტაქსონომია, გავეცანით სტანდარტების და მიზნების რუბრიკას. დავიწყე პროექტის გეგმის შაბლონის შევსება

пятница, 5 сентября 2014 г.

ინტელის ტრენინგი "პროექტებით სწავლება"

რეფლექსია
გავეცანი ინტელის სასწავლო კურსის შინაარსს პროექტებით სწავლებას. გავიგე, რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ინტელის ძირითად კურსში შევისწავლი, თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ გავსაზღვრო მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ ვმუშაო სასწავლო პროექტის გეგმაზე.

пятница, 19 декабря 2008 г.

პროექტის სახელი:
ნეოლოგიზმები თანამედროვე ლექსიკაში
პროექტის მოკლე აღწერა:
თანამედროვე ლექსიკაში ახლად შემოსული უცხო სიტყვების /ნეოლოგიზმების/ მნიშვნელობის განმარტება და მათი გაცნობა მოსწავლეთათვის.
პროექტის სრული აღწერა:
ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში ხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმისა, «ირმის ნახტომის» და სხვა პროგრამების პილოტირება. თვით ამ ტერმინმა გამოიწვია ჩვენს მოსწავლეებში დიდი ინტერესი. მისი ზუსტი განმარტების მოპოვებისას დღემდე არსებულ უცხო სიტყვათა ლექსიკონში, ამ სიტყვის განმარტება (პილოტირება-საფრენი აპარატის მოძრაობის მართვა პილოტის ან ავტომატური სისტემის საშუალებით) სცილდება მისი სასკოლო რეფორმაში გამოყენების არსს (პილოტირებული პროგრამა-პირველი სიგნალური გამოშვება,რომელიც ახდენს დაგეგმილი ციკლის ანონსირებას). ასევე ვერ ვპოულობთ თანამედროვე ლექსიკაში მრავლად შემოჭრილი უცხო სიტყვების – ნეოლოგიზმების – განმარტებას, თუ დაველოდებით ახალი უცხო სიტყვათა ლექსიკონების შექმნას ეს სიტყვები განიცდიან ე.წ. «დაძველებას». ამიტომ გადავწყვიტეთ შევქმნათ ნეოლოგიზმების ელექტრონული ლექსიკონი ქართულ ენაზე, რომელიც იქნება პერმანენტული განახლების პროცესში.
მონაწილეთა ასაკი:9-11 კლასის მოსწავლეები
პროექტის შესაძლო აქტივობები:

1. საკვლევი თემის შესახებ ლიტერატურის მოპოვება და მისი ანალიზი
2. ნეოლოგიზმების მოძიება
3. ნეოლოგიზმების მნიშვნელობათა დადგენა
4. მოსწავლეთათვის ნეოლოგიზმების მნიშვნელობების გაცნობა
5. მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრება
6. ლექსიკონთან მუშაობის უნარ-ჩვევის გამომუშავება

მოსალოდნელი შედეგები:
ამ ბოლო ხანებში ქართულ ენაში გაჩნდა და შემოვიდა საკმაოდ ბევრი ახალი სიტყვა, რომელსაც ფართოდ იყენებენ მხატვრულ, პოლიტიკურ, სამეცნიერო ლიტერატურაში, აგრეთვე ხშირად გვხვდება ჟურნალ-გაზეთებში, სატელევიზიო და რადიო გადაცემებში. როგორც ნებისმიერ სხვა ენაში ქართულ ენაში მუდმივად ხდება ლექსიკური მარაგის განახლება და გაფართოება. როგორც წესი, ყოველივე ლექსიკური «სიახლე» ენაში დაფიქსირებულია ლექსიკონში. მაგრამ ახალი სიტყვების რაოდენობა XXI საუკუნეში იზრდება ნამდვილად «კოსმური» სისწრაფით და ლექსიკონები ვერ ასწრებენ მათ ასახვას.
საკმაოდ ხშირად სატელევიზიო და რადიო გადაცემებში, ჟურნალ-გაზეთებში, თანამედროვე ლიტერატურაში, ინტერნეტში ჩვენ გვხვდება ბევრი ახალი უცხო სიტყვა, რომლის ზუსტი მნიშვნელობა ჩვენ არ ვიცით. თითქოს შეგვიძლია ავხსნათ რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა, მაგრამ სწორ განმარტებას ვერ ვაძლევთ. სწორედ, ამიტომ გაგვიჩნდა ამ პროექტის იდეა.

მე-10 - მე-11 კლასებში ჩვენს მიერ ჩატარებული იქნა გამოკითხვა. ჩვენ მოვახდინეთ გამოკითხვის შედეგების ანალიზი. აღმოჩნდა, რომ ბევრი გამოკითხულთაგანი იყენებდა ნეოლოგიზმებს, მაგრამ ბევრმა მათგანმა არ იცოდა მათი ზუსტი მნიშვნელობა და ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ გარკვეულ დისკომფორტს გრძნობდნენ ტელე და რადიო გადაცემების მსვლელობის დროს.

მოსწავლეთა მიერ ყველაზე ხშირად შემდეგი მოსაზრებები იყო მოწოდებული:
1. გამოვცეთ ნეოლოგიზმების განმარტებითი ლექსიკონი;
2. სასწავლო პროცესის მსვლელობისას პედაგოგებმა მოახდინონ ნეოლოგიზმების განმარტება;
3. საინფორმაციო ბუკლეტების გამოცემა და მათი დარიგება;
4. ტრეინინგების ჩატარება დაინტერესებული მოსწავლეთათვის;
5. გვესაჭიროება უცხო ენის კარგი ცოდნა და უცხო სიტყვათა ახალი ლექსიკონი
ჩვენ გავითვალისწინეთ მათ მიერ მოწოდებული იდეები და ავსახეთ ისინი ჩვენს ღონისძიებებში.

სამუშაო ენა: ქართული ენა